„ძველი ქართული მონეტები“ - ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
03-04-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და საგანმანათლებლო სახის პროექტები ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლის - აშხენ მარაბიანის ხელმძღვანელობით, პროექტზე - „ძველი ქართული მონეტები“ იმუშავეს.
პროექტის ფარგლებში მათ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს იმის შესახებ, თუ სად და როდის გაჩნდა პირველი ფული, რა არის ნუმიზმატიკა.
აღნიშნულ თემაზე მათ სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს - მოძიებული ინფორმაცია და მიღებული ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
აქტივობამ მოსწავლეებს საჭირო ცოდნა და გამოცდილება შესძინა.