გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
03-04-2023

გარდაბნის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეთა ინტელექტის ამაღლებასა და კონკურენტულ გარემოში მათი უნარების წარმოჩენას დიდ ყურადღებას უთმობენ.

უფროსი პედაგოგის - სევდა შახვერდიევას ინიციატივით, სკოლა პროექტში - Battle of the Brains („ტვინების ბრძოლა“), ჩაერთო. სკოლაში , პროექტის ფარგლებში, კლასთა შორის შიდასასკოლო შეჯიბრი გამართა, სადაც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მასწავლებელ სევდა შახვერდიევას თამაშის წარმატებით წარმათვაში, საბინა გასიმოვა და ხალიდა ნაბიევა დაეხმარნენ.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სხარტი აზროვნების განვითარება და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართულობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203