დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა  
03-04-2023
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო რუხაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გაიმართა. 

„მე ვარ აფხაზი! აფხაზი არის ქართველი! აფხაზეთი არის საქართველო“ - ღონისძიება სწორედ ამ ლოზუნგებით წარიმართა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და სხვადასხვა აქტივობა გაიმართეს, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

სკოლაში მიწვეული იყვნენ აფზახეთიდან დევნილი ის ადამიანები, რომლებიც ახლა დიდ ჯიხაიშში ცხოვრობენ. დამსწრე საზოგადოებაზე მოსწავლეთა ღონისძიებამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. 

„ღონისძიებაზე, ვიდეორგოლით, აფხაზეთის შესახებ სრული სურათი შეიქმნა. პრეზენტაცია იმდენად შთამბეჭდავი იყო - ზღვა თოლიებით, სოხუმის ზღვის სანაპიროებით, აფხაზეთის მიდამოებით, რომ ყოვლად შეუძლებელი იყო ამ ყოველივეს ცრემლის გარეშე ჩაევლო. ბავშვებს, რომლებიც არასოდეს ყოფილან აფხაზეთში ნათელი წარმოდგენა შეექმნათ. წარმოთქმულ ლექსებში და სიტყვებში იგრძნობოდა ღრმა ემოცია და ტკივილი, რაც აფხაზეთის დაკარგვით არის გამოწვეული. ღონისძიების ფინალი იყო ამაღელვებელი და შთამბეჭდავი, რაც ბავშვებს იმის რწმენასა და იმედს აძლევდა, რომ ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:










 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203