წალკის N2 საჯარო სკოლის 8 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერით დაჯილდოვდა 
03-04-2023

წალკის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის სკოლის 8 მოსწავლეს - საბა ჩოგაძეს, ანრი ქედელიძეს, ვიქტორია კოჩარიანს, ლაურა აბულაძეს, დიანა წულუკიძეს, მარი ცეცხლაძეს, ლელა ჯაჭვლიანსა და ელენე გაჩლავაშვილს პერსონალური კომპიუტერები მიენიჭათ.

დამსახურებული ჯილდო მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერიისა და რესურსენტრის წარმომადგენლებმა საზეიმოდ გადასცეს. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203