მათემატიკური დღესასწაული წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში
03-04-2023

წალენჯიხის N7 საჯარო სკოლაში სხვადსხვა საგანმანათლებლო ღონისძიება აქტიურად ეწყობა, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.

მათ შორის აღსანიშნავია, π რიცხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები.

IX კლასის მოსწავლეებმა, გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით სკვერის მაკეტები დაამზადეს და საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს.

მოსწავლეებს შორის საუკეთესო შემსრულებელი გამოვლინდა და π-ის მანტიით შეიმოსა.

აღსანიშნავია, რომ ყველა მონაწილე სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის მიზანი π რიცხვზე ინფორმაციის მოძიება და პრაქტიკული გამოცდილების მიღება იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203