დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველ დღესასწაულს შემოქმედებითი საღამო მიეძღვნა
03-04-2023
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე ყოფილა. ამ თარიღთან დაკავშირებით, პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე მუსიკის პედაგოგი მანანა ნანეიშვილი შემოქმედებით საღამოებს ყოველწლიურად ატარებს.
ამჯერადაც, მოსწავლეებმა, წლის განმავლობაში, დედაზე, გაზაფხულზე შესწავლილი მუსიკალური ნომრები წარადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მშობლები გაახარეს.
აღნიშნულმა ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მას მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს