„მთვარე და მზე“ - ტურცხის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ფაუსტინა ალბერტიანმა მოსწავლეებს საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა
03-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, ფაუსტინა ალბერტიანმა, მე-6 კლასის მოსწავლეებს თემაზე - „მთვარე და მზე“ საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა.

ბავშვებმა საკუთარი ნაშრომები ჯგუფებში წარმოადგინეს და მთვარეზე, მზეზე და ბუნიობაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე მოსწავლეებმა, ზატიკზე, აღდგომაზე და ნოვრუზ ბაირამობის დღესასწაულებზე ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ფაუსტინა მასწავლებელი ახალგაზრდა და ენთუზიაზმით სავსე პედაგოგია, რომელიც მთელი გულით ეკიდება თავის საქმეს და ბოლომდე იხარჯება, როგორც მასწავლებელი.

„კოლექტივის სახელით გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მას და მადლობა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის“, -  აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203