ჩხორიის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი გაითამაშეს
03-04-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მე-7 კლასში, მინისპექტაკლი ჩატარდა, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „კაცია-ადამიანი?!“, მიხედვით.

სპექტაკლი 31 მარტს გაიმართა და მას მასწავლებელი, თეა ფიფია ხელმძღვანელობდა.

როგორც პედაგოგი გვიყვება, სპექტაკლის მიზანი იყო მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება, მათი მაქსიმალური ჩართვა სასწავლო პროცესში, მოტივაციის ამაღლება და ზეპირი მეტყველების კულტურის დახვეწა.

მოსწავლეებმა, გააცოცხლეს მოთხრობის პერსონაჟები და წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები.

ეს პროცესი ძალიან სახალისო აღმოჩნდა მოზარდებისთვის, წარმოდგენაც შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო.

სკოლაში მოსწავლეთა სამსახიობო შესაძლებლობების წარმოჩენასა და მათში კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203