დამიის საჯარო სკოლაში, პედაგოგ სუსანა ნალბანდიანის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი  საზეიმო ღონისძიება გაიმართა
03-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის დიდი მონდომებით აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც გაზაფხულის მობრძანება და დედის დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა მშობლებსა და მასწავლებლებს ეს თარიღები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს. მათ მინისპექტაკლი და სკეტჩებიც წარადგინეს. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა ყველა გახარეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. აქტივობის ორგანიზატორი ხელოვნების და მუსიკის მასწავლებელი სუსანა ნალბანდიანი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203