„კინოფილმები სკოლაში“- დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
03-04-2023
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში მასწავლებლები სასწავლო პროცესს მრავალფეროვანი აქტივობებით ტვირთავენ. 

ამჯერად, გეოგრაფიის წამყვანმა მასწავლებლმა, მარიამ მჭედლიშვილმა და ბიოლოგიის უფროსმა მასწავლებლმა, ნატო ხიზანიშვილმა საინტერესო პროექტი - „კინოფილმები სკოლაში“, განახორციელეს. 

პროექტის დანიშნულება იყო მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გადაევლოთ თვალი და ქართული ანდაზები გაეხსენებინათ, ასევე ენახათ, თუ როგორი იყო ოდესღაც ქართული იუმორი. აქტივობის მიმდინარეობაში ყველა მონდომებით ჩაერთო, მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს და საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ. 

„თანამედროვე მსოფლიოს სახის განსაზღვრაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტელევიზია, ციფრული და ელექტრონული საშუალებები, რომელთა მეშვეობით ინფორმაცია მიეწოდება ფართო საზოგადოებას. ინფორმაციის ზღვაში თითქოს დაიკარგა უწყინარი, კეთილი, მხიარული ქართული მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. პროექტი გვეხმარება, გლობალიზაციის პირობებში, ახალგაზრდებმა შეინარჩუნონ ეროვნული და პიროვნული იდენტობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203