ხვანჭკარის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ხატია ფრუიძე ვიდეორგოლების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
03-04-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო პროექტში ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლე ხატია ფრუიძე ვიდეოების კონკურსში - „ჩემი ფული“, მონაწილეობდა. მან საინტერესო ნამუშევარი მოამზადა და შესაძლებლობები წარმოაჩინა.
კონკურსის ჟიურიმ 5 გამარჯვებული გამოვალინა, მათ შორის კი, ხატია ფრუიძეცაა. სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
კონკურსი გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკმა და მის იფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუმ“ გამართა.