მუხურის თემის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ
03-04-2023

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები დავით ჩიქოვანი, მარიამ გახარია და თამთა ჩიქოვანი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისათვის მუნიციპალიტეტის მერმა - დათო გოგუამ, მერის მოადგილე - ვალერი თოდუამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა - ლია ჯალაღონიამ საზეიმო ვითარებაში გადასცეს. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„მშობლიური სკოლა ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ შედეგებს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს“,- წერია მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203