„ძველი ხელნაწერი წიგნები“- თბილისის N14 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
03-04-2023
თბილისის N14 საჯარო სკოლის პედაგოგთა მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებაა. ამ მიზნით კი, სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და საინტერესო აქტივობებს მართავენ.
ამჯერად, მე-71 კლასის მოსწავლეებმა „ძველი ხელნაწერი წიგნები“ შექმნეს. ისინი აქტივობაში მასწავლებელ ლეილა გოქაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, დავალებაზე მონდომებით იმუშავეს და არაჩვეულებრივი ნამუშევრები დაამზადეს.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ მათმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.