„ქართველი ქალები, რომლებმაც სტერეოტიპები დაამსხვრიეს“ - ქუთაისის N12 სკოლაში კონფერენცია ჩატარდა
03-04-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილსა და განათლების ხარისხზე დადებითად აისახება. 

31 მარტს, ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე - „ქართველი ქალები, რომლებმაც სტერეოტიპები დაამსხვრიეს“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს თამარ მეფის, ბარბარე ჯორჯაძის, ეკატერინე გაბაშვილის, კატო მიქელაძის, ნინო ყიფიანის, ოლღა გურამიშვილის, ეკატერინე ნიკოლაძის, გურანდა ღვალაძის, თამარ მხეიძისა და სხვათა მოღვაწეობის შესახებ. მოზარდებმა აღნიშნული თემა აგრეთვე დაუკავშირეს მხატვრული ნაწარმოებების ქალ პერსონაჟებს და გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203