ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მართლაც რომ გამორჩეული აქტივობები ეწყობა.
სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. გამონაკლისი არც საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, დირექციის ინიციატივით, აქცია - „წიგნი ჩვენი მეგობარია“, განხორციელდა.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სკოლის ბიბლიოთეკას სხვადასხვა თემატიკის წიგნები უსახსოვრეს. ყოველმა მათგანმა ამ სასარგებლო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში წიგნის კითხვის მნიშვნელობასა კარგად აცნობიერებენ, მოსწავლეები სხვადასხვა სახის ლიტერატურის სიყვარულით გამოირჩევიან.
„დიახ, ჩვენ ერთობლივად ვზრუნავთ სკოლის ბიბლიოთეკის გამრავალფეროვნებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: