კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მე-9 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება საინტერესოდ შეაჯამეს
03-04-2023
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.

მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალება თემაზე „ჩაფხუტი“.

მეცხრე კლასებში აღნიშნული კომპლექსური დავალების შეჯამება გაიმართა. 

ბავშვებმა წარმოადგინეს კვლევითი ნამუშევრები თემასთან დაკავშირებით, ისაუბრეს თუ რატომ არის ჩაფხუტი ბაიკერების აუცილებელი ატრიბუტი, რა მასალისგან ამზადებენ მის გარე და შიდა ფენას.

მეცხრეკლასელებმა ფიზიკაში ნასწავლი თემები (იმპულსი, ძალის იმპულსი) დაუკავშირეს ჩაფხუტისა და სხვა დამცავი სისტემების მოქმედებას და შესწავლილი მასალა მეტად განიმტკიცეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

საინტერესო კომპლექსური დავალება მოსწავლეებს მასწავლებელმა - ნანული მჟავანაძემ შესთავაზა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203