ძირკვაძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
03-04-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, მდგრადი განვითარების მე-6 მიზნიდან - სუფთა წყალი და სანიტარია, გამომდინარე, ეკოკლუბის წევრებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და წყლის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ქოთნის ყვავილები მორწყეს და სოფელში არსებული ერთ-ერთი მდინარე დაასუფთავეს. 

აქტივობებში ყველა მათგანი უდიდესი მონდომებით ჩაერთო, რადგან ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ. მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მასწავლებლები სხვადასხვა ღონისძიებას ხშირად აწყობენ.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203