წალენჯიხის N2 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ
03-04-2023
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გასვლითი აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად კი, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია წალენჯიხის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოეწყო. მუზეუმს მე-8 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან ერთად, ეწვივნენ. მათ სამუზეუმო სივრცეში განთავსებული საინტერესო და შთამბეჭდავი ექსპონატები დაათვალიერეს. გარდა ამისა, მუზეუმის დირექტორ ოლეგ სალიას შეხვდნენ, რომელიც მოსწავლეებს თითოეული ნივთის შესახებ ვრცლად ესაუბრა. 

ვიზიტმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და მუზუმიდან შთაბეჭდილებებით დატვირთული წამოვიდნენ.

„მუზეუმი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილი, თვალსაჩინოებით სწავლებისა და მოსწავლეთა ჩართულობისთვის. ასეთი გასვლითი ღონისძიებები კი დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს, აღვივებს ინტერესს და ზრდის სწავლის მოტივაციას“,- აღნიშნა პედაგოგმა მანანა ევსიამ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203