თბილისის N102 სკოლის 6 წარჩინებულ მოსწავლეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ლეპტოპები გადაეცა
03-04-2023
თბილისის N102 საჯარო სკოლის 6 წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა. 

მოსწავლეებს კომპიუტერები, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადაეცათ. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„კიდევ ერთხელ ვულოცავთ მოსწავლეებს, კლასის დამრიგებელს ქალბატონ მანანა ლომაძეს და წარმატებას ვუსურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203