ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით პროექტში ჩაერთნენ
31-03-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ პროექტებში აქტიურად ერთვებიან.  

ამჯერად სკოლა „ჯორჯიან მანგანეზის“, მუდმივმოქმედ პროექტს - „გაამწვანე მომავალი“, შემოუერთდა.

პროექტის ფარგლებში, სკოლას იფნის ნერგები გადაეცა, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტექნიკური პერსონალის დახმარებით მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე დარგეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი გარემოს გამწვანებაში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მიზნით ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203