თბილისის N53 სკოლაში არსებული კომპანია „სანმარკი“ სამეწარმეო განათლების ფესტივალში მონაწილეობდა
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მოსწავლეები არაერთ წარმატებას აღწევენ.
სკოლაში არჩევითი საგნის - მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში, კომპანია Sunmark - სანმარკი ჩამოყალიბდა, რომელიც ნაქსოვ სანიშნეებს აწარმოებს.
აღნიშნული კომპანია სამეწარმეო განათლების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა. ფესტივალი 2 აპრილს გაიმართა.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
„წარმატება გვინდა ვუსურვოთ ჩვენ პატარა მეწარმეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: