„მუდამ გაზაფხული ენთოს ჩვენს გულებში“ - ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა
31-03-2023

რუსლან მელაძის სახელობის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიება და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობით, გაზაფხულის ღონისძიება ჩაატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია მელაძე და იაგულ აბულაძე.

ღონისძიების დევიზი იყო - „მუდამ გაზაფხული ენთოს ჩვენს გულებში“ . 

ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, რაც საოცარ სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზეიმზე მოსწავლეების წარმოთქმულ ლექსებში სითბო და სიყვარული გამოიხატებოდა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, მშობელთა ჩართულობა, რამაც მეტად გაალამაზა აღნიშნული საღამო.

„გაზაფხულივით ლაღები და ლამაზები ყოფილიყავით ძვირფასო ქალბატონებო, ყოველი დღე გეამაყოთ საკუთარი თავითა და საყვარელი ადამიანების მზრუნველი მზერით. დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გისურვებთ! ჩვენ ამაყი ვართ თქვენით“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203