ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო პროცესი 
31-03-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლისადმი ინტერესის გაღვივებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა სახის აქტივობა იმართება. პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო დღეებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლის I კლასში ინგლისურ ენისა და სპორტის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ ინგლისური ენის პედაგოგი - მირანდა გიორგაძე და დაწყებითი კლასების/სპორტის პედაგოგი მარი გიორგაძე.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას.

სწორედ ამიტომ, სკოლაში I (ხელმძღვანელი მარი გიორგაძე), II (ხელმძღვანელი შორენა გიორგაძე) და III ( ხელმძღვანელი დალი გიორგაძე) კლასების მოსწავლეებმა საგაზაფხულო განწყობა შექმნეს - მათ საკლასო ოთახი ლამაზი ნამუშევრებით მორთეს.

​აქტივობაში მოსწავლეები დიდი  მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203