თერჯოლის N2 სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოფილი კოლეგის - ციალა არეშიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ
31-03-2023

თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ყოფილი კოლეგის - ციალა არეშიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„თერჯოლის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი, მწუხარებით გამოთქვამს უდიდეს გულისტკივილს ყოფილი კოლეგის დაკარგვის გამო. ქალბატონი ციალა არეშიძე სკოლის გახსნის დღიდან, მხოლოდ გერმანული ენის პედაგოგი არ იყო ამ სკოლაში. უნდა აღვნიშნოთ, რომ იყო ადამიანი, რომელმაც პედაგოგიურ საზოგადოებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ის ამშვენებდა ირგვლივ ყველაფერს, სადაც არ უნდა ყოფილიყო. ავლენდა სითბოს, სიყვარულს, იუმორს, ფლობდა უზადო ნიჭს ადამიანებთან ურთიერთობისა, მასზე მუდამ ვისაუბრებთ, როგორც საოცარ ქალბატონზე, რომელიც დახვეწილი ადამიანობით გამოირჩეოდა. დიდს თუ პატარას ხიბლავდა მისი პრინციპული, მაგრამ კეთილი დამოკიდებულება. სკოლის პედაგოგები ყოველთვის გავიხსენებთ მის თანამშრომლობას კოლეგებთან, სკოლის კურსდამთავრებულნი მოიგონებენ, როგორ ზრუნავდა მოსწავლეებზე, ცოდნასთან ერთად როგორ ასწავლიდა ურთიერთპატივისცემასა და იმ უნარებს, რომლებიც ყველა ადამიანის თანმდევი უნდა იყოს. ნათელი და სანთელი არ მოკლებოდეს თქვენს გზას იმიერში ციალა მასწავლებელო“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

სამძიმას უერთდებდება საგანმანათლებლო რესურსცენტრი, რომელიც იზიარებს სკოლის მწუხარებას და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.

Etaloni.ge-ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ სკოლასა და გარდაცვლილის ოჯახს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203