„რობოტების გეომეტრია“ - თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
31-03-2023
თბილისის N60 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური მეთოდების გამოყენების დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა.

აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით V და VI კლასის მოსწავლეებმა Intel-ის პროექტზე - „რობოტების გეომეტრია“, იმუშავეს.

პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია მომზადდა, სადაც დეტალურად არის აღწერილი პროექტის მნიშვნელობა და მიზნები.

მოსწავლეებმა გააანალიზეს თუ როგორ განავითარონ ინოვაციური უნარები, ასევე განსაზღვრეს: პროექტის ძირითადი კომპონენტები, სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები.

რისთვის არიან საჭირო რობოტები? - აღნიშნულ კითხვაზე მოსწავლეებმა, აუდიტორიას ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

პრეზენტაციაში წარმოდგენილია პროექტის შედეგად გაუმჯობესებული ინოვაციური უნარების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებმა განივითარეს.

პროექტს მასწავლებელი ნანა სვანიძე ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით მუშაობდნენ პროექტზე, რისთვისაც სკოლის დირექცია მათ მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.

პრეზენტაცია იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203