ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები, სოციალური პროექტის ფარგლებში, მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ 
31-03-2023

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები, დირექტორ მარინე ტაბატაძის ხელმძღვანელობით მოხუცთა თავშესაფარს ეწვივნენ.

ვიზიტი პედაგოგ ქეთევან ბერკაცაშვილის პროექტის ფარგლებში მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ გორის მოხუცთა თავშესაფარში თერთმეტი ღვაწლმოსილი ქალბატონი ცხოვრობს.

მოსწავლეები ქალბატონების წინაშე შემოქმედებითი და მუსიკალური ნომრებით, წარდგნენ და რამდენიმე სიმღერა მასპინძლებთან ერთადაც შეასრულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრამ ემოციურად ჩაიარა, მოსწავლეებისა და ხანდაზმულებისთვის ეს დღე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

„თავშესაფარში, მზრუნველი დიასახლისი ქალბატონი ჟუჟუნა წერეთელი და მომსახურე პერსონალი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათ ოჯახურ გარემოში იგრძნონ თავი.

ჯანმრთელობას და ღირსეულ სიბერეს გისურვებთ ყველას!“ – აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203