მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, მათ სხვადასხვა ოლიმპიადასა და აქტივობაში მონდომებით რთავენ.
ამჯერად, სკოლაში მათემატიკის მასწავლებელმა - ლალი ჯარმელიშვილმა ვიქტორინა - „ლოგიკა და მათემატიკა“ ჩაატარა.
ვიქტორინაში V-VI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თითოეული კლასი სამ-სამ გუნდად დაიყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინა საინტერესოდ წარიმართა.
„მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორინა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და მოსწავლეებმა 30 კითხვას გასცეს პასუხი, ისინი ბოლომდე ხალისით იყვნენ ჩართულნი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ვიქტორინის ბოლოს I-II-III ადგილებზე გასული ჯგუფები გამოვლინდნენ. ჯგუგის წევრები დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა.
ვიქტორინაში მონაწილე მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მრავამხრივ განვითარებასა და მათ წარმატების მხარდაჭერას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს