ყელქცეულის საჯარო სკოლაში სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
31-03-2023

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამხედრო მოსამსახურეებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. 

სკოლას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები - ვიცეპოლკოვნიკი ვახტანგ ზედგინიძე და მაორი სოლომონ ნადირაძე ესტუმრნენ.

საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეებისთვის სამხედრო სამსახურის მნიშვნელობის გაცნობასა და პატრიოტული სულისკვეთების უფრო მეტად გაღრმავებას, საინტერესოდ წარიმართა.

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში პრეზენტაციების სახით თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს.

სტუმრებმა მოსწავლეთა კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203