ეშტიის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
31-03-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცებასა და მათი ძლიერი მხარეების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, სკოლის Helping hand-ის მოხალისეთა ჯგუფმა, სადაც მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებიც არიან, ინტელექტუალური თამაში -„რა? სად? როდის?“, ჩაატარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

კითხვები შედგენილი იყო ანბანის მიხედვით, თითოეული ასობგერა შეესაბამებოდა კონკრეტულ კითხვას. თამაშში სხვადსხვა კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ოთხი ჯგუფი მონაწილეობდა.

თამაშის ბოლოს, მონაწილეებს საპრიზო ადგილების მიხედვით სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203