არხილოსკალოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე გოჩა წიკლაურმა ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა
31-03-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეექვსეკლასელი გოჩა წიკლაური, რომელიც „კინგსის“ ოლიმპიადაში აქტიურად მონაწილეობს.

ამჯერად, ის ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალში გადავიდა და სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

მოსწავლის ინგლისური ენის პედაგოგი - სოფიო კობაიძე გახლავთ.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეს წარმატებას ულოცავს.

„სკოლა და დირექცია ულოცავენ ამ წარმატებას გოჩას, ინგლისური ენის მასწავლებელს ქალბატონ სოფიო კობაიძეს კი უსურვებენ უამრავ წარმატებულ მოსწავლეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203