ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ 
31-03-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები - თემურ მასურაშვილი, თათია ყაჩლავაშვილი და ნინი გეგელაშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა გადასცა. 

ღონისძიებას დაესწრო სკოლის დირექტორი არჩილ სადუნაშვილი, რომელმაც მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოს მიღება მიულოცა და მათ წარმატება უსურვა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203