თელის საჯარო სკოლის მოსწავლეს - გიორგი ტაბატაძეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერი გადაეცა
31-03-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე გიორგი ტაბატაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა. გიორგი ტაბატაძე მონდომებული და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა, მას შრომა დაუფასდა, რაც სკოლაში ახარებთ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს დამსახურებულ ჯილდოს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203