„სუფთა გარემო ჯანმრთელობის საწინდარია“ - ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა
04-04-2023
ვანის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გარემოს დაცვის მიმართულებით, არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ხორციელდება. 

პედაგოგები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. შედეგად კი, ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ. ამაზე მსგავს ღონისძიებებში მაღალი ჩართულობაც მოწმობს. 

ამჯერად, სკოლაში პედაგოგ მადონა ჩაჩუას ხელმძღვანელობით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტივობა გაიმართა. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და საკითხის გარშემო ვრცლად ისაუბრეს.

„დედამიწა ჩვენი სახლია. გარემოს დაცვა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, გარემოს დანაგვიანება საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ნუ დაყრი ნაგავს, არ დავანაგვიანოთ გარემო. სუფთა გარემო ჯანმრთელობის საწინდარია“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203