ვანის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პორტაბელური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
31-03-2023

ვანის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - მარიამ დვალიშვილი და ნატალია ჩახუნაშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრში პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

სკოლის წარმომადგენელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს -  მის ხელმძღვანელს, ივანე კორძაძეს, ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობის ხელმძღვანელებსა და სკოლის პედკოლექტივს მადლობას უხდის.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეების სიხარულს იზიარებს და მათ მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

„მარიამ დვალიშვილს და ნატალია ჩახუნაშვილს ვულოცავ საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებას და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში. ასევე წარმატებებს ვუსურვებ ყველა მოსწავლეს, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოში გისურვებთ მოღვაწეობის გაგრძელებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203