
თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებმა სტიქიური მოვლენები შეისწავლეს. მათ ვულკანის წარმოქმნისა და აგებულების შესახებ ისაუბრეს და საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
ექსპერიმენტში მოსწავლეები აქტიურად, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მსგავსი აქტივობებით - ექსპერიმენტებით გაჯერებული გაკვეთილები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: