უსახელოს საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა სასურველი პროფესიების შესახებ თხზულება დაწერეს
31-03-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა პაპიძემ, მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი შესთავაზა.

პედაგოგის ხელმძღვანელობით, მესამე კლასის მოსწავლეებმა, საგნის „მე და საზოგადოების“, გაკვეთილზე თემა - „პროფესიები“, შეისწავლეს.

მასწავლებელმა, აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობების შესრულება დაავალა, სადაც ბავშვები ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საგაკვეთილო აქტივობებიდან ერთ-ერთი საშინაო დავალების შესრულებას მოიცავდა.

ბავშვებს უნდა დაეწერათ თხზულება, მომავალი პროფესიის შესახებ.

საშინაო დავალება, ყველა მოსწავლემ - ნატალია ასანიძემ, გიგა ცერცვაძემ, უჩა წიქარიშვილმა და ლევანი კაპანაძემ, დიდი მონდომებით შეასრულა.

მათ შორის აღსანიშნავია, უჩა წიქარიშვილის ნამუშევარი, რომელსაც პედაგოგი გვიზიარებს.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203