ვანის N1 საჯარო სკოლაში გიდების გადამზადების პროგრამა ხორციელდება
31-03-2023
ვანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალხმრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროექტი თუ აქტივობა იგეგმება.

ამჯერად, სკოლაში გიდების გადამზადების პროგრამის განხორციელება დაიწყო. 

როგორც სკოლის დირექტორმა, ვალერი კანკაძემ გვითხრა, აღნიშნულ პროფესიას ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაეუფლება და სკოლის დასრულებისთანავე მუშაობას სხვადასხვა სექტორში გააგრძელებს.

„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც გვერდით დამიდგა ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში... წინ კიდევ უფრო დიდი სიახლეები გელოდებათ, წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

მსგავსი პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვით, მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაცია უმაღლდებათ, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203