ლესიჭინეს თემის N3 სკოლის მოსწავლეები - ნინი სიჭინავა და ნინი ჯანაშია სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
31-03-2023
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ნინი სიჭინავა და ნინი ჯანაშია პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ დაჯილდოვდნენ.
მე-10 კლასის მოსწავლეებს ბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ჩვენს მეათე კლასის მოსწავლეებს - ნინი სიჭინავასა და ნინი ჯანაშიას ვულოცავთ, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპების დამსახურებულად მიღებას. მრავალი წარმატებები ბავშვებო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.