თბილისის N14 სკოლის პედაგოგ ინდირა მანველიშვილისა და მესამეკლასელების „მწვანე გაკვეთილი“
31-03-2023
თბილისის N14 საჯარო სკოლის პედაგოგები, სასწავლო პროცესში სიახლეების დანერგვასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილების შეთავაზებაზე არიან ორიენტირებულნი.

აღსანიშნავია, პედაგოგ ინდირა მანველიშვილის „მწვანე გაკვეთილი“, თემაზე - „ფესვი,ღერო,ფოთოლი“.

გაკვეთილი მე-32 კლასში ჩატარდა და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

პედაგოგმა, მოსწავლეები ჯგუფებად დაყო და თითო ჯგუფს ქოთნის ყვავილები დაურიგა.

პატარებმა მცენარეების დაკვირვების შედეგად, ნახატები შექმნეს და გაკვეთილის თემა პრაქტიკული აქტივობის დახმარებით უკეთ გააანალიზეს.

გაკვეთილის ბოლოს, ბავშვებმა ნამუშევრები დაფაზე გააკრეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი ძალიან სახალისო, საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203