ვანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები პროფესიულ უნარებს ეუფლებიან
03-04-2023

ვანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პროფესიული უნარების განვითარებაზე სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს. 

სკოლაში მოსწავლეები ორი წლის მანძილზე პროექტში - „თექის დამუშავება“ იყვნენ ჩართულნი, ისინი პროფესიულ უნარებს შესანიშნავად დაეუფლნენ. 

ამჯერად კი, სკოლაში ახალი პროექტი - „გიდების“ გადამზადების კურსების განხორციელება დაიწყო, რომელსაც სურვილის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც გაივლიან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან,1-ელ ეტაპზე გადამზადდებიან:

ვანის N1 საჯარო, ვანის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის N2 საჯარო და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

პროექტის ავტორი - ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ვალერი კანკაძე გახლავთ.

„საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენს სკოლაში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა პროექტი - „თექის დამუშავება“. აღნიშნული პროექტის დაფინანსება-განხორციელებისთვის უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ლექტორებს, ქალბატონ ნატო ფაილოძესა და ქალბატონ ნანული აბესაძეს... წინ ბევრი სიახლე გველოდება!“- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ სკოლა მუდმივად ზრუნავს მოსწავლეებში სწავლისადმი წყურვილის გაღვივებაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203