ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
31-03-2023
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება სხვადასხვა ღონისძიება და პროექტი.
სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის შესაბამისად აღინიშნება. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც დედის დღე ყოფილა.
გაზაფხულის ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, პირველი-მესამე კლასის მოსწავლეებმა სასკოლო ღონისძიება გამართეს. მათ სითბოთი და სიყვარულით სავსე სიტყვებით, ლექსებით და სიმღერებით მიულოცეს დედებს დღესასწაული.
გარდა ამისა, დედებზე ინტერვიუ მოამზადეს და მათთან ერთად იცეკვეს. პატარებმა მშობლებს საკუთარი ხელით დამზადებული სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას უძღვებოდნენ მასწავლებლები: ნანა კვარაცხელია, ბაბილინა ბიჭიაშვილი, თეა აფხაზავა.
სკოლაში მათ და პატარა მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობას უხდიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს