იფარის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - მალხაზ გულბანი და დავით პირველი ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ
31-03-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მალხაზ გულბანი და დავით პირველი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს კომპიუტერები, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადაეცათ. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.