დაბა ჩოხატაურის N1 სკოლის კურსდამთავრებულმა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა 
31-03-2023
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლას წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავს, რომლებიც სკოლას სიამაყის საფუძველს ყოველთვის აძლევენ. 

სწორედ ასეთი კურსდამთავრებულია მარი კუტუბიძე, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. მან ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა. ამასთან ერთად, მან სამუშაოს შეთავაზებაც მიიღო. 

სკოლაში ამ მიღწევით ძალიან ამაყობენ, მარის ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„პირველად ჩვენი სკოლის ისტორიაში, ოკეანის გაღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის კარს ჩვეული მოკრძალებით შეაღებს მარი კუტუბიძე, რომელმაც სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 100%-იან დაფინანსებასთან ერთად აშშ-ში უფასოდ ცხოვრებისა და სამსახურის შემოთავაზებაც მიიღო. ვულოცავთ მარის, მის ოჯახს, გულშემატკივრებს ამ დიდ წარმატებას. დარწმუნებული ვართ, რომ მარი იქაც იტყვის საკუთარ სათქმელს და არაერთხელ გვასახელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203