დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ჯუმბერ გიორგაძე სტაჟირებას ჟენევაში, ბირთვული კვლევების ცენტრში გადის 
31-03-2023
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლას მოტივირებული და შედეგზე ორიენტორებული მასწავლებლები ჰყავს. 

ერთ-ერთი ასეთი ფიზიკის პედაგოგი ჯუმბერ გიორგაძეა. ის საინტერესო ღონისძიებებსა და პროექტებში აქტიურად ერთვება. 

ამჯერად, იგი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ ფიზიკის მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსში - შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN – European Organization for Nuclear Research) ერთკვირიანი სტაჟირების გასავლელად შეირჩა. 

აღნიშნული სტაჟირება სრულად ფინანსდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. სტაჟირება 26 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 

სასკოლო საზოგადოება ულოცავს ჯუმბერ მასწავლებელს ამ გამარჯვებას და მადლობას უხდის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ამ შესაძლებლობისთვის.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203