თბილისის N14 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულს მრავალფეროვანი ნამუშევრები მიუძღვნეს
31-03-2023
თბილისის N14 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.
სკოლაში გაზაფხულის მოსვლას დიდი სიხარულით შეხვდნენ. წელიწადის ამ ულამაზეს სეზონთან დაკავშირებით, მე-43 კლასში აქტივობები გაიმართა. მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები ფერადი ფურცლებისგან დაამზადეს. მათ გაზაფხულზეც ისაუბრეს და აზრები გაცვალეს.
შემოქმედებით აქტივობაში ყველა მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და არაჩვეულებრივი ნამუშევრები დაამზადეს. მე-43 კლასში აქტივობები პედაგოგ ნანა თევზაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათთან გაზაფხულის სურნელი ტრიალებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს