ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამილა რიონიძე კონფერენცია-გამოფენაში მონაწილეობდა  
31-03-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლას პროფესიონალი, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. 

ისინი სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. ერთ-ერთი ასეთი სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამილა რიონიძეა.

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა, მასში კი თამილა რიონიძეც მონაწილეობდა. 

აღნიშნულ გამოფენაზე სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა წარმოადგინეს პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა და ისაუბრეს იმ პროექტების შესახებ, რომლებმაც სკოლისა და საზოგადოებსთვის დადებითი შედეგები მოიტანეს.

ღონისძიებას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და საქართველოს განათლებისს და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203