თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს წარმტაცი ღონისძიება მიუძღვნეს
31-03-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაული ღონისძიებით აღინიშნა. 

გაზაფხულის შემობრძანებისა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მე-6 კლასში ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელიც პედაგოგი ლანა ბაღიშვილი გახლდათ.

ზეიმზე მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოებას დღე გაულამაზეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ლამაზი და შინაარსიანი იყო.

მეექვსეკლასელებთან ერთად გაზაფხულის შემობრძანების სიხარული კლასის ხელმძღვანელმა, ლანა ბაღიშვილმა გაიზიარა და ზეიმზე მიწვეულ დედებს სიტყვით მიმართა:

„ვულოცავ ყოველ დღეს, ჩვენით რომ იწყება, ჩვენით რომ გრძელდება თვეებით წლებამდე. არ გვინდა არაფრის კალენდრად ჩაწერა, მიყვარხარ რიცხვიდან სულ ყველა რიცხვამდე... ყოველი დღე თქვენია ჩვენო ძვირფასო დედებო, მუსიკით, ცეკვით და ბევრი სიურპრიზით სავსე ღონისძიებამ ოვაციებიც დაიმსახურა“, - აღნიშნა პედაგოგმა.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებასა და მათ შესაძლებლობების წარმოჩენაში ეხმარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203