„მათემატიკური საღამო“ ნიგოზეთის საჯარო სკოლაში 
31-03-2023

ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლაში „მათემატიკური საღამო“ მოეწყო. 

საგანმანათლებლო ღონისძიების მიზანი იყო მათემატიკის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის, პოპულარიზაცია.

შეხვედრა მათემატიკის კათედრის წევრების: მერი პაპიძისა და ნინო პაპიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

მოსწავლეებმა ზეპირი ანგარიშის, ზოგიერთი ხერხის გამოყენების შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა მათ მიერ შექმნილი პოსტერი წარადგინეს, პრეზენტაციის ბოლოს კი, მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა.

ვიქტორინაში, შერჩეულმა გუნდებმა სახალისო მათემატიკურ კითხვებს უპასუხეს და ამოცანები ამოხსნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულმა ღონისძიებამ უფრო მეტი ხალისი შესძინა სასკოლო ცხოვრებას და მათემატიკის შესასწავლად მეტი ინტერესი აღძრა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203