ბალდის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
31-03-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე. სკოლაში მოსწავლეთა ინფორმირებისთვის შეხვედრა მოეწყო.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს და თანაკლასელებს უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა სოციალური პასუხისმგებლობა გაითავისონ და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203