ჭვინთის საჯარო სკოლაში პედაგოგთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა
31-03-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და პედაგოგთა შორის თანამშრომლობითი კულტურის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა.

ამ მიზნით, 28 მარტს კოლეგებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მანანა ჩინჩალაძემ თავისი გამოცდილება გაუზიარა შეხვედრის მონაწილეებს.

პედაგოგმა, კოლეგებს ესაუბრა ტრენინგზე მიღებული ცოდნის შესახებ, რომელიც თემას: „კრიტიკული აზროვნების მეთოდებს“, კერძოდ ბონოს „აზროვნების ექვს ქუდს“ შეეხებოდა.

მომხსენებელმა, პედაგოგებს საგაკვეთილო პროცესში ამ მეთოდის უპირატესობა დაანახა და განმარტა მეთოდი თუ, როგორ უვითარებს მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნებას, რომ ეს არის როლური თამაში და მას „ტვინის შტურმსაც“, უწოდებენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ  საკუთარ პრაქტიკაში ამ მეთოდს აუცილებლად გამოიყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს მოსწავლეებმაც გაიაზრეს ამ მეთოდის დანიშნულება, მოირგეს ე.წ. „აზროვნების ქუდები“, რამაც საგაკვეთილო პროცესი გახადა უფრო შემოქმედებითი, სახალისო და საინტერესო.

პედაგოგმა აღნიშნა, რომ რესურსის შექმნაში, მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.  

პედაგოგმა, მანანა ჩინჩალაძემ აღნიშნა, რომ კოლეგებს ინფორმაციას კრიტიკული აზროვნების სხვა მეთოდების შესახებ კვლავ გაუზიარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203